Thursday, July 14, 2011

პროექტის სახელი: ,, დედა“
პროექტის მოკლე აღწერა :სიტყვა დედისმნიშვნელობის აღწერა, დედის როლი ცხოვრებაში. სიტყვა დედა გეოგრაფიაში, ისტორიასა და საერთოდ, ცხოვრებაში.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს დედის შესახებ. შექმნიან საინტერესო პორტრეტებ, ნაწარმოებებს, შეადარებენ პერსონაჟებს, გაითამაშებენ როლებს. სხვადასხვა ასპექტით გაანალიზებენ მოცემულ მასალას.
მონაწილეთა ასაკი: 10–12  13–15
ვადები_3 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები გაეცნობიან ნაწარმოებებს დედაზე და გამოუმუშავდებათ კვლევისა და ანალიზის უნარი. შექმნიან ნახატებს და გაეცნობიან სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშებს.
სარგებელი სხვებისათვის: შეიქმნება ცნობარი და ნახატები, რომლებიც ეხება დედას. აიღებენ ინტერვიუებს დედებისაგან.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა, ხელოვნება, ხატვა, მუსიკა.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ცირა დოლიძე.
პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა ciradolidze@gmail.com
პროექტის ფორუმი  __________
პროექტის ვებ–გვერდი /ბლოგი

Wednesday, July 6, 2011

ზამთარი გურიაში

წელიწადის ეს დრო განსაკუთრებით,  მიყვარს, იმიტომ რომ ბუნება ლამაზია, ჰაერი სუფთაა, ბავშვები მხიარულობენ, გუნდაობენ, სრიალებენ, აკეთებენ თოვლის ბაბუას. მოხუცებსაც    კი ახარებთ პირველი თოვლი.